ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელ კანდიდატთა მორიგი დებატები


რესპუბლიკელ კანდიდატთა მორიგი დებატები

რესპუბლიკელი კანდიდატის ნომინაციის პროცესი სამ კვირაში დაიწყება.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკელმა კანდიდატებმა აიოვას შტატში მორიგი დებატები გამართეს. პოლიტიკურად აიოვა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შტატია და რესპუბლიკელი კანდიდატის ნომინაციის პროცესი სწორედ იქ, დაახლოებით სამ კვირაში დაიწყება.

დებატების დროს, კანდიდატებმა ნიუტ გინგრიჩი გააკრიტიკეს, რომელიც ბოლო დროს რესპუბლიკელთა ფავორიტად გამოიკვეთა. ტელეკომპანია ფოქსის ეთერში გამართული დებატების დროს გინგრიჩმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას პირისპირ ნებისმიერი სახის დებატებში გაუწევს პაექრობას:

„ბარაკ ობამა ვერ შეძლებს დაიცვას ის შედეგი, რომელიც აქამდე აჩვენა და ის იდეოლოგია, რომელიც ასეთი რადიკალურია.“

გინგრიჩს დანარჩენი რესპუბლიკელი კანდიდატები ფინანსურ კორპორაცია ფრედი მეკთან, ბურუსით მოცული გარიგების თაობაზე აკრიტიკებენ. ფრედი მეკი ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანია, რომლის პოლიტიკს გამოც ამერიკაში უძრავი ქონების ფასებთან დაკავშირებული კრიზისი დაიწყო.გინგრიჩმა აღიარა, რომ კომპანიისგან 1.6 მილიონი დოლარი აიღო, თუმცა სანაცვლოდ პოლიტიკური ლობირება არ უწარმოებია.

XS
SM
MD
LG