ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელთა დებატები


რესპუბლიკელთა დებატები
რესპუბლიკელთა დებატები

რესპუბლიკელმა კანდიდატებმა ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკეს

შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა მორიგი დებატები გამართეს. მთავარი თემა ამერიკის საგარეო პოლიტიკა იყო. კანდიდატებს შორის გამართული პაექრობის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კეროლინ პრესუტი აკვირდებოდა.

რესპუბლიკელი კანდიდატები თეთრი სახლის მოშორებით შეიკრიბნენ. თითოეულ მათგანს იმედი აქვს, რომ მომავალ წელს პრეზიდენტის რეზიდენციის დაკავებას შეძლებენ. თუმცა, მანამდე მათ შორის ფავორიტი უნდა გაირკვეს, რომელიც დემოკრატების კანდიდატის და ამჟამინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მთავარი მეტოქე გახდება.

ორი ყოფილი გუბერნატორი - იუტელი ჯონ ჰანთსმენი და მასაჩუსეტელი მიტ რომნი ერთმანეთს ავღანეთის საკითხზე დაუპისპირდნენ. მიტ რომნი დაინტერესდა თუ რას სთავაზობს ჯონ ჰანთსმენი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ.

„თქვენ გაიგეთ მეც რაც ვთქვი? მე ვთქვი, რომ ჩვენ არ გვჭირდება იქ 100 ათასი ჯარისკაცი, რომელთა უმეტესობას მტერთან არც კი უბრძოლია,“ - განაცხადა იუტას ყოფილმა გუბერნატორმა.

ჰერითიჯის ფონდის ანალიტიკოსი ჯიმ კარაფანო ამბობს, რომ ვიდრე ამჟამინდელი რესპუბლიკელებიდან რომელიმე პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდება, გლობალური ვითარება შეცვლილი იქნება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დებატების დროს იყო იმის მოსმენა, თუ რას გვპირდებოდნენ კანდიდატები პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, რაც ვფიქრობ არარელევანტურია,“ ამბობს კარაფანო.

ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი შეეცადა აეხსნა, თუ როგორ მოაგვარებს ის ირანის საკითხს.

„როდესაც სანქციებს ვუწესებთ ირანის ცენტრალურ ბანკს ამით ჩვენ ირანის ეკონიმიკას ვაჩერებთ. ამ დროს კი მათ რეალურად უნდა ქონდეთ ამერიკასთან ურთიერთობა,“- განაცხადა რიკ პერიმ.

თუმცა, საინტერესოა როგორ უნდა გადაჭრას შეერთებულმა შტატებმა თავის ევროპელი პარტნიორების ირანულ ნავთობზე დამოკიდებულების საკითხი.

„ჩვენ უნდა გვქონდეს მასიური, ყველა წყაროთი გაჯერებული ენერგოპროგრამა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გააჩენს ჭარბ ნავთობს. ასე რომ, ჩვენ ევროპელებისთვის შეგვეძლო გვეთქვა, რომ სხდასხვა წყაროებით შეგვძლებოდა მათთვის ირანული ნავთობის ჩანაცვლება,“ - განაცახდა რესპუბლიკელმა კანდიდატმა ნიუტ გინგრიჩმა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების შედეგებით მოსახლეობა პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლiტიკას ემხრობა, რესპუბლიკელმა კანდიდატებმა ამ სფეროში ადმინისტრაციის ნაბიჯები მკაცრად გააკრიტიკეს.

ექვს კვირაში რესპუბლიკელი კანდიდატებისთვის უმკაცრესი გამოცდა იქნება. აიოვაში პარტიის ყრილობამ თავის რჩეული უნდა დაასახელოს, რომელიც გაისად უკვე პრეზიდენტ ობამას დამარცხებას შეეცდება.

XS
SM
MD
LG