6 თვის თავზე სომხეთში საომარი მდგომარეობა გაუქმდა

ვადამდელი არჩევნების წინ სომხეთში საომარი მდგომარეობა გაუქმდა. გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა 188 ხმით მიიღო, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი დეპუტატი გამოვიდა. საომარი მდგომარეობა ქვეყანაში 27 სექტემებრს გამოცხადდა, ნოემბრის შემდეგ კი მის გაუქმებას ოპოზიცია უშედეგოდ ითხოვდა. საბოლოოდ, პარლამენტმა 6 თვის თავზე, საომარი მდგომარეობა გააუქმა. საომარი მდგომარეობის დროს აკრძალული იყო დემონსტრაციები და არ შეიძლებოდა ფაშინიანის გადადგომის პროცედურის დაწყება.

ასევე ნახეთ: "სიჩუმე ქარიშხლის წინ" - ყარაბაღში ომი არ დასრულებულა 

სომხეთ- აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ის 10 ნოემბერს რუსეთის ჩართულობით დასრულდა. ონლაინ გაფორმებული შეთანხმების შესრულებას მხარეები ამ დრომდე აგრძელებენ.

შეთანხმების მიხედვით, ტერიტორიების ნაწილი აზერბაიჯანს გადაეცა, ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად კი რეგიონში თურქი და რუსი სამხედროები განთავსდნენ.

ასევე ნახეთ: სომხეთი პირველი პრეზიდენტი ფაშინიანს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გადადგეს

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ის გასულ კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა. ფაშინიანმა ამ გზით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განმუხტა. არჩევნები როგორც ცნობილია სომხეთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.