ვაქცინის მესამე დოზა შესაძლოა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს

ვაქცინის მესამე დოზა ე.წ. "ბუსტერი", შესაძლოა, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის, თუმცა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საკითხზე აქტიურად მსჯელობენ.

სანდო წყაროზე დაყრდნობით "ასოშეიტედ პრესი" წერს, რომ ე.წ. "ბუსტერის" მიღება შეეძლება ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ორდოზიანი ვაქცინა გაიკეთა და მეორე დოზის გაკეთებიდან 8 თვეა გასული. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინის მესამე დოზის მიღების შემდეგ ადამიანი კოვიდ19-ის დელტა ვარიანტისგან სრულად დაცული იქნება.

ასევე ნახეთ: აცრის რისკები; "მოდერნა" დელტასგან საუკეთესო დაცვაა; კოვიდის დამანგრეველი გავლენა ორსულებზე და დამატებითი დოზის საჭიროება - 4 უახლესი კვლევა

სანდო წყარო AP-ისთან საუბრის დროს ამბობს, რომ ე.წ. "ბუსტერი" საყოველთაო მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდება, მას შემდეგ რაც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლევებს დაასრულებენ.

გასული კვირის ბოლოს ამერიკაში მარეგულირებლებმა „ბუსტერის“ მიღების რეკომენდაცია გასცეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით განსაკუთრებით სუსტი იმუნიტეტი აქვთ.

ე.წ. "ბუსტერის", ანუ ვაქცინის მესამე დოზის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკასა და მსოფლიოში კოვიდ-19-ის დელტა ვრიანტი გავრელდა. ვირუსის ეს ვარიანტი უფრო ძლიერი და სწრაფად გადამდებია.

Your browser doesn’t support HTML5

"ბუსტერი" აშშ-ში ავტორიზებულია - სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის