ლოიდ ოსტინი ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა

Your browser doesn’t support HTML5

ლოიდ ოსტინისა და ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონია, პენტაგონში ცოტა ხნის წინ გაიმართა. ამის შემდეგ, ლოიდ ოსტინმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ, პირისპირ შეხვედრა გამართეს.

ასევე ნახეთ: ზურაბიშვილი: "ქართული ოცნების" გზავნილები უნისონშია მხოლოდ რუსეთის ნარატივთან

"დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე კვირის წინ, რამშტეინში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მნიშვნელოვანი შეხვედრა. საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრვის რუსეთის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღეს კარგ დისკუსიას და რაც მთავარია, ველოდები ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას" - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, შეხვედრის დასაწყისში.

ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს თავდაცვისთვის "უაღრესად მნიშვნელოვანია."

“ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის და მთავრობისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისთვის, შეკავებისა და მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.

Your browser doesn’t support HTML5

შეერთებული შტატები საქართველოს სამხედრო დახმარებას 33 მილიონი დოლარით ზრდის

ჩვენ ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას, ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლებსაც ჩვენ ერთად ვიცავთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები, ამაყად მსახურობდნენ შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების არების გვერდით, ყველაზე საშიშწერტილებში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთად განვიცადეთ დანაკარგები და ერთად გავუძელით ამას და ამან ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაამყარა. საქართველო არის აშშ-ის სანდო მოკავშირე და მთავარი პარტნიორი, როგორც რეგიონული, ისე გლობალური თვალსაზრისით. ერთიანობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, როდესაც მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული სამყაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევას ეწინააღმდგება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებისა და უკრაინის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი ოკუპაციის გამო.

ბატონო მდივანო, ჩვენ ვაფასებთ თქვენი და თქვენი მთავრობის დიდებულ ლიდერობას და თქვენ გვერდით ვდგავართ, უკრაინის მხარდაჭერაში, თავისუფლებისთვის მათ ბრძოლაში" - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

პენტაგონი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

გასულ კვირაში, საქართველომ შეერთებული შტატებისგან მორიგი, 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება მიიღო. 3 თებერვალს, ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა.

"შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული რჩება და გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ: საქართველომ ამერიკისგან 140 ტონა "უსაფრთხოების დახმარება მიიღო"