ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოლცის თქმით, დასავლეთის ერთიანობას უკრაინის შეირაღებაზე შეჯიბრი არღვევს


გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ოთხშაბათს გააკრიტიკა ის, რასაც მან ქვეყნებს შორის კონკურენცია უწოდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. მან თქვა, რომ შეჯიბრი, თუ ვინ უკეთეს და მეტ იარაღს მიაწვდის უკრაინას, ზიანს აყენებს მოკავშირეებს შორის ერთიანობას.

„ჩვენ ვინარჩუნებთ და ვაძლიერებთ ამ ერთობას, ჯერ გადაწყვეტილებების კონფიდენციალურად მომზადებით - და მხოლოდ ამის შემდეგ, მათი გამოქვეყნებით“ - განუცხადა შოლცმა ბუნდესტაგის პარლამენტის ქვედა პალატას გამოსვლის ჩანაწერის მიხედვით, რომელშიც ის საუბრობდა ბერლინის თანამშრომლობაზე აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებაზე.

„რაც ზიანს აყენებს ჩვენს ერთობას არის საჯარო შეჯიბრი, რომ გავუსწროთ ერთმანეთს: საბრძოლო ტანკები, წყალქვეშა ნავები, თვითმფრინავები - ვინ ითხოვს მეტს?“, - მან დაამატა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გერმანული წარმოების Leopard 2-ის დაახლოებით 80 ტანკი უკრაინაში გაიგზავნება. კიევი ასევე მიიღებს ათობით საბრძოლო ტანკს ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG