ჯონ კერი ბაღდადში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა

სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ერაყის ოფიციალურ პირებს ხვდება. მოლაპარაკებების მიზანია ბაღდადისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გამოხატვა რამდენიმე მიმართულებით: უსაფრთხოების, ეკონომიკის და პოლიტიკის სფეროებში.

„ეს აშკარად უაღრესად კრიტიკული დროა ერაყისთვის“ თქვა კერიმ ერაყელ კოლეგასთან შეხვედრის დასაწყისში. ერთდღიანი დაუგეგმავი ვიზიტის განმავლობაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ერაყის პრემიერ-მინისტრს, ქურთისტანის მთავრობის მეთაურებს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება. ახლო აღმოსავლეთის და აზიის ტური ასევე მოიცავს იაპონიას, სადაც კერი დიდი შვიდეულის სამიტს დაესწრება და მეორე მსოფლიო ომის მემორიალს მოინახულებს.