ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი მოსკოვში შეხვედრებს მართავს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში დღეს რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ესაუბრა და მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც ხვდება. მოლაპარაკების მთავარი თემა უკრაინის და სირიის კრიზისებია. საუბარი ასევე შეეხო ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს.

კერიმ მოლაპარაკების დაწყებამდე განაცხადა, რომ მოსკოვის შეხვედრებმა შესაძლოა სირიაში გაჭიანურებული კრიზისი დაასრულოს. ამ ეტაპზე საომარი ქმედებების და მსხვერპლის რაოდენობის შემცირებამ შესაძლებელი გახადა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დიდი მასშტაბით გაზრდა. სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ რუსეთის თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთის სხვა კონფლიქტებთან მიმართებაშიც სასარგებლო იქნება, მათ შორის იემენში და ლიბიაში.

XS
SM
MD
LG