ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი პუტინთან უკრაინასა და სირიას განიხილავს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს მოსკოვში ჩავა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სირიის თემაზე მოლაპარაკების გასამართად.

შეხვედრაზე, სავარაუდოდ, უკრაინაზეც იქნება საუბარი. სახელმწიფო დეპატრამენტის ინფორმაციით, შეხვედრა მანამდე იყო შეთანხმებული, სანამ პუტინი სირიიდან შეიარაღებული ძალების ნაწილობრივ გამოყვანას გამოაცხადებდა.

სირიის თაობაზე კერი რუს კოლეგებთან სირიაში დაპირისპირების მომატების პრევენციის და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ისაუბრებს. ასევე განხილული იქნება დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად საჭირო ძალისხმევა.

კერი პუტინს, სავარაუდოდ, სთხოვს მოსკოვმა მეტი გააკეთოს იმისთვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები დაიცვან.

კერი ნადია სავჩენკოს თემასაც წამოჭრის, რომელსაც რუსეთის სასამართლომ გუშინ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG