ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ბელგიის პრემიერს შეხვდა


დღეს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ბელგიის პრემიერ მინისტრ შარლ მიშელს, სამშაბათს მომხდარი ტერაქტის შემდეგ სამძიმრის სათქმელად შეხვდა. მან ბელგიას, გამოძიებაში და სამომავლო კონტრტერორისტულ საქმიანობაში ამერიკის მხარდაჭერა შესთავაზა.

კერიმ პირველად ინგლისურად, მერე ფრანგულად და ბოლოს ფლამანდიურად თქვა: „ჩვენ ბრიუსელი ვართ“. მან პარიზში, „ჩარლი ჰებდო“-ზე თავდასხმის შემდეგ გავრცელებული ფრაზა გადააკეთა, რომელსაც ტერაქტის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატად იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG