ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიმბაბვეში რეფერენდუმის პასუხს ელიან


პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ და მისმა მეტოქემ, პრემიერ მინისტრმა მორგან ცვანგირაიმ, მხარი დაუჭირეს კონსტიტუციის პროექტს

ზიმბაბვეში, ახალი საკონსტიტუციო რეფერენდუმის შემდეგ, გრძელდება ხმის დათვლის პროცესი. ახალი კონსტიტუცია, პრეზიდენტის უფლებამოსილებას მკვეთრად ამცირებს.

შაბათის რეფერენდუმის შედეგები სავარაუდოდ მოსახლეობის მხრიდან სწორედ ამ ზომის მხარდაჭერას ასახავს.

89 წლის პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ და მისმა მეტოქემ, პრემიერ მინისტრმა მორგან ცვანგირაიმ, მხარი დაუჭირეს კონსტიტუციის პროექტს. მუგაბე ზიმბაბვეს სამი ათწლეულია მართავს. ახალი კონსტიტუციის დამტკიცების პირობებშიც კი, მას შეუძლია პრეზიდენტის პოსტი, არჩევის შემთხვევაში, კიდევ 10 წლით შეინარჩუნოს.
XS
SM
MD
LG