დღეს უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად ოფიციალურად გამოაცხადა, გამოაქვეყნა რა 21 აპრილის არჩევნების საბოლოო შედეგები.
კომისიის თავმჯდომარემ ტეტიანა სლიპაჩუმა სამშაბათს განაცხადა, რომ ზელენსკიმ ხმების 73 პროცენტზე მეტი მიიღო, რაც 13, 541,528 ხმას ნიშნავს. მოქმედ პრეზიდენტს 4, 522, 450-მა ადამიანმა, ანუ მიცემული ხმების 25 პროცენტზე ნაკლებმა მისცა.
კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლის მონაწილეობა 61.37 პროცენტით განისაზღვრა. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თქმით, კომისიას არ მიუღია რაიმე დიდი საჩივარი საარჩევნო პროცენტთან დაკავშირებით, რაც საბოლოო შედეგს ეჭვის ქვეშ დააყენებდა.
Facebook Forum