წლის ყველაზე პოპულარული მუსიკალური კლიპი სამხრეთ კორეელი მომღერლის პსაის „ჯენტელმენი“ იყო. მას 600 მილიონზე მეტჯერ უყურეს.
მაილი საირუსი ამერიკაში არა მხოლოდ წლის ყველაზე გახმაურებული მომღერალი იყო, არამედ საუკეთესო კლიპების სიაში მისი ორი სიმღერა შევიდა. 500 მილიონი ნახვით მეორე ადგილზე „ვრეკინგ ბოლ“ გავიდა, მესამეზე კი 300 მილიონით მისივე „გაჩერება არ შეგვიძლია.“
ყველაზე პოპულარული ტრენდული ვიდეო კი ილვისის „რა თქვა მელამ“ იყო. ის 307 მილიონჯერ არის ნანახი. ეს ვიდეო მუსიკალურ კლიპს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში არ არის ოფიციალური მუსიკალური კლიპი და არამუსიკოსების მიერ შექმნილი, სასაცილო ტექსტზე დაწერილი სიმღერაა.
ტრენდულ ვიდეოებში თითქმის 100 მილიონი ნახვით მეორე ადგილზე „ჰარლემ შეიკი“-ს ორიგინალური ვერსია გავიდა.
კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი. ტრენდული ვიდეოების ათეულში ორი რეკლამაა. ერთი „პატარა და მე“ - ევიანის სასმელი წყლის რეკლამა. ის 19 აპრილს გამოქვეყნდა და 70 მილიონჯერაა ნანახი. ვოლვოს სატვირთო მანქანების რეკლამა კი 13 ნოემბერს დაიდო "იუთუბზე" და უკვე 65 მილიონზე მეტჯერაა ნანახი.
"იუთუბი" ასევე აცხადებს, რომ საიტზე შესული ადამიანების მსოლოდ 20 პროცენტი ცხოვრობს ამერიკაში. სწორედ ამიტომაც, კორეელი მომღერალი პსაი უკვე მეორე წელია იუთუბზე ყველაზე პოპულარული ადამიანია. შარშან გამოშვებულ მის კლიპ ჰანგამ სტაილს 2 მილიარდჯერ უყურეს.