ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალის მაძიებელი პაპარაცები


ლოს ანჯელესის ფოტორეპორტიორები მთელ დღეს ქუჩაში ატარებენ, რათა ცნობილ ადამიანებს ფოტო ან ვიდეო გადაუღონ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:13 0:00
ბმული

რომ არა პაპარაცები, დედამიწაზე მილიონობით ადამიანს ცნობილი პიროვნებების პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი ეცოდინებოდა და არც ჭორებს იქნებოდა კონკრეტული საფუძველი.

ადრიან ჰოუს პოპულარული ადამიანების ცხოვრების შესახებ ჟურნალების კითხვა ძალიან უყვარს:

„მათ შესახებ ყველას ყველაფერი აინტერესებს, ზოგი ფაქტი გადამეტებულია ხოლმე, მაგრამ მსგავსი ისტორიები ჩვენს ყოველდღიურობას ალამაზებს.“

როგორც ლონდონის ფოტოგრაფთა ჯგუფის წევრი გილს ჰარისონი ამბობს:

„ადამიანებს მოსწონთ , რასაც ვაკეთებთ. უბრალოდ არ მოსწონთ ის ხერხი, როგორც ამ ფოტოებს ვიღებთ. ამიტომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პაპარაცის ფოტოსგან მიღებული სიამოვნება დანაშაულს უკავშირდება.“

ჰარისონის თქმით, საზოგადოების ინტერესმა და მოთხოვნილებამ პაპარაცების საქმიანობა გააძლიერა:

„მთელი ცხოვრება ურთიერთობა მქონდა ცნობილ ადამიანებთან და არასდროს მიფიქრია, მათი ფოტოებით ფული მეშოვნა. მერე მივხვდი, რომ ეს ძალზე სარფიანი საქმეა.“

შაბათია და ჰარისონი და მისი ჯგუფის წევრები მომღერალ ბრიტნი სპირსის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. ჰარისონის ჯგუფის წევრები ცდილობენ საღამოს ლოს ანჯელესში ჰოლივუდის რომელიმე ცნობილ ვარსკვლავს ფოტო გადაუღონ. ჰარისონის თქმით, პაპარაცის პროფესია მის ოცნებას -ჟურნალისტიკას უკავშირდება , თუმცა ამ საქმეს უფრო მეტი ემოციები ახლავს თან:

„რა სიგიჟე არ გამიკეთებია. ვეტმფრენზე თავდაყირა ვეკიდე და ფოტოებს ისე ვიღებდი.“

ჰარისონი და მისი კოლეგები საცხოვრებელ სახლებთან ლოდინის ნაცვლად, მთელი დღე ლოს ანჯელესის ქუჩებში დადიან და ცნობილ ადამიანებს ფოტოზე აღბეჭდავენ.

ჰოლივუდის მსახიობს დევიდ ფაუსტინოს პაპარაცების დევნა საშინლად აღიზიანებს:

„ საშინელებაა... მათთან ურთიერთობა ბავშვობიდან მიწევს, როდესაც სატელევიზიო სერიალში „ცოლიანი ბავშვებით“ ვთამაშობდი. თუმცა რას იზამ, ეს ხომ ჰოლივუდია.“

ლოს ანჯელესში პაპარაცებს შორის ერთგვარი კონკურნეციაცაა. თუმცა ოცწლიანი კარიერის შემდეგ ჰარისონს მეგობარმა პაპარაცებმა სუპერმოდელის- ალესანდრა ამბროზიოს ადგილსამყოფელის შესახებ აცნობეს.

რაც უფრო პოპულარულია საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, მით უფრო მეტ ფულს უხდის ჟურნალი პაპარაცის ამ ფოტოსთვის. აქედან გამომდინარე, ერთ დღესაც შესაძლოა შემთხვევით გადაღებულმა ერთმა ფოტომ ათასობით დოლარი გაშოვნინოს.

ჰარისონის სამუშაო დღე 24 საათიანია. რას იზამ, როდესაც საქმე ჰოლივუდის ვარსკვლავს ეხება, ჩვეულებრივი რეჟიმით ცხოვრებას ვეღარ შეძლებ.
XS
SM
MD
LG