ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში დრონმა მეამბოხეები გაანადგურა


შეერთებული შტატები იემენს რამდენიმე ხანია ანტი-ტერორისტულ დახმარებას უწევს

იემენის ოფიციალური პირების განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე სამი მეაბმოხე იქნა განადგურებული.

იემენის სამართალდამცავი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ დრონმა წარმატებულად ესროლა ავტომანქანას, რომელშიც ორგანიზაცია ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე წევრები ისხდნენ.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, მანქანა მთლიანად დაიწვა.
შეერთებული შტატები იემენს უკვე რამდენიმე ხანია ანტი-ტერორისტულ დახმარებას უწევს. 2012 წელს ამერიკული დრონებით იემენში ათობით ოპერაცია განხორციელდა.
XS
SM
MD
LG