ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა


ალ ყაიდას დაჯგუფების ნომერ მეორე მეთაურის სიკვდილის თარიღს არ ასახელებენ

გარდაიცვალა გუანტანამოს საპყრობილედან გათავისუფლებული და შემდეგ ორგანიზაცია ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე რიგით მეორე ხელმძღვანელი. ამის შესახებ ინფორმაცია იემენის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით გავრცელდა.

საიდ ალ შიჰრი კონტრ-ტერორისტული ოპერაციის დროს ნოემბრის თვეში დაიჭრა და ოფიციალური წყაროების თანახმად, სწორედ ჭრილობა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ნოემბრის შემდეგ საიდ ალ შიჰრი კომაში იმყოფებოდა.

საინფორმაციო სააგენტოები ალ ყაიდას დაჯგუფების ნომერ მეორე მეთაურის სიკვდილის თარიღს არ ასახელებენ. საუდის არაბეთის ერთ-ერთი გაზეთის განცხადებით კი, საიდ ალ შიჰრი დეკემბრის ბოლოს გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG