ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენი რეგიონებზე კონტროლს აწესებს


იემენის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დააწესეს ალ ყაიდას მიერ დაკავებულ ორ რეგიონზე. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ხელისუფლება იემენის სამხრეთ ნაწილს ვერ აკონტროლებდა, თუმცა ერთი თვის წინ დაწყებული სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეგიონზე ხელისუფლების კონტროლი აღდგა.
იემენის ოფიციალური პირების განცხადებით, სამხერდო ოპერაციაში შეიარაღებულ ძალებთან ერთად ადგილობრივი თემების მოსახლეობაც ღებულობდა მონაწილეობას. სამთავრობო კონტროლის აღდგენასთან ერთად, გაიხსნა ერთ-ერთი მთავარი სახმელეთო მაგისტრალი, რომელიც იემენის სამხრეთ ქალქებს საპორტო ქალაქ ადენთან აკავშირებს.
XS
SM
MD
LG