ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„იაჰუს“ ახალი ხელმძღვანელი


„იაჰუს“ მთავარი ამოცანა „გუგლთან“ და „ფეისბუკთან“ კონკურენციის დაძლევაა
„იაჰუს“ მთავარი ამოცანა „გუგლთან“ და „ფეისბუკთან“ კონკურენციის დაძლევაა

მარისა მეიერი ერთ დროს კომპანია „გუგლში“ მუშაობდა

გიგანტურ ინტერნეტკომპანია „იაჰუს“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ყავს. დღეიდან ამ თანამდებობაზე მარისა მეიერი დაინიშნა. ის პირველი ქალია, რომელიც კალიფორნიაში მაღალ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ასეთ მაღალ თანამდებობას იკავებს. მარისა მეიერი ერთ დროს კომპანია „გუგლში“ მუშაობდა და კომპანიის პოპულარული პროდუქტების საზღვარგარეთ გაყიდვაზე იყო პასუხისმგებელი. ასეთი პროდუქტების რიცხვს ფოტოების და ახალი ამბების საძიებო სისტემა და რუკების პროგრამა მიეკუთვნებოდა. ამჯერად „იაჰუს“ მთავარი ამოცანა „გუგლთან“ და „ფეისბუკთან“ კონკურენციის დაძლევაა.
XS
SM
MD
LG