ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკოლკოვო, სილიკონის ველი და რუსული ქსენოფობია


სკოლკოვო, სილიკონის ველი და რუსული ქსენოფობია

შვარცნეგერი გუგლის, მაიკროსოფტისა და ორაკლის თანხლებით მოსკოვში იმყოფება რუსეთის ტექნოლოგიური განვითარების ხელშესაწყობად.

კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი და რამდენიმე მსხვილი პოტენციური ინვესტორი მოსკოვში არიან სილიკონის ველის რუსული ვარიანტის განვითარების ხელშესაწყობად.

„უნდა ვთქვა, რომ მიყვარს ისეთი ადგილების სტუმრობა, სადაც დიდ პოტენციალს ვხედავ. და ვფიქრობ, რომ რუსეთს უდიდესი პოტენციალი აქვს განავითაროს ეკონომიკა. ჩემი აზრით, რუსეთში უამრავი ბიზნეს შესაძლებლობაა, რომელიც არ შეიძლება გამოგეპაროს.“

ამ განცხადების შემდეგ კალიფორნიის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ის მზადაა ამერიკულ ბიზნესებს რუსეთის კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდოს.

შვარცნეგერის რუსეთში ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი რამდენიმე თვის წინ კალიფორნიას ეწვია და ამერიკელი ბიზნესმენები რუსეთში მიიპატიჟა.

შვარცნეგერის დელეგაციაში ისეთი მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები შედიან, როგორიცაა გუგლი, მაიკროსოფტი და ორაკლი. ერთ-ერთ გამოსვლაში კალიფორნიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ამერიკული ბიზნესებისთვის რუსეთში დამკვიდრება მნიშვნელოვანი წინსვლა იქნებოდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაში:

„ჩვენ მოხარული ვართ ტექნოლოგიური განვითარების სფეროში დახმარება გაგიწიოთ. ჩვენ ბიო-, ნანო- და მწვანე ტექნოლოგიებში მსოფლიო ლიდერები ვართ. თუმცა მიუხედავად ამისა, მზად ვართ ჩვენი ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ და ამით მსოფლიოს ტექნოლოგიურ განვითარებას ხელი შევუწყოთ.“

ინვესტიციების ჩადებასა და მოზიდვაში ორივე მხარის მზადყოფნის მიუხედავად, პოლიტიკური მიმომხილველი მაშა ლიპმანი აცხადებს, რომ რუსეთში ბიზბესის შექმნა და შენარჩუნება არც ისე ადვილია:

„რისკი მართლაც დიდია. რუსეთი კანონით არ იმართება. რუსეთში გადაწყვეტილების მიღება ფარულად ხდება. თუ ბიზნესს მთავრობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა მთავრობამ მის წინააღმდეგ შეიძლება ზომები მიიღოს. აქ მთავრობის გადაწყვეტილებას ვერავინ ეწინააღმდეგება, რაც საინვესტიციო გარემოს არასაიმედოს ხდის.“

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მოსკოვში ლიპმანს ეთანხმება და ამბობს, რომ რუსეთში ბიზნესის წარმოება ქსენოფობიას უკავშირდება, რომელიც, მთავრობის მიერ კონტროლის შენარჩუნებისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის ერთდროულად წარმოებასთან არის ასოცირებული.

„რუსეთი საკუთარი ინდუსტრიების განვითარებას ცდილობს იმისთვის, რომ ის უცხოურ ინვესტიციებზე არ იყოს დამოკიდებული. მოდერნიზაციისთვის კი ის უცხოულ ინვესტორებს იენებს.“

სკოლკოვო, სილიკონის ველი და რუსული ქსენოფობია
სკოლკოვო, სილიკონის ველი და რუსული ქსენოფობია

პრეზიდენტმა მედვედევმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის უცხოურ ინვესტიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მან ისიც დაამატა, რომ რუსეთი მზადაა ამერიკასთან ძალები გააერთიანოს და ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში მჭიდროდ ითანამშრომლოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ხალხში ავღძრათ მოტივაცია და ინტერესი იმისა, რომ შეიქმნას ახალი საწარმოები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რუსეთი დაინტერესებულია ამერიკის უზომო გამოცდილებით და ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მათგან ვისწავლოთ.“

მედვედევმა ისიც აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს ბევრ სფეროში უსწრებს და მათი თანამშრომლობა მრავალმხრივ სარგებლობას მოუტანს ორივე ქვეყანას.

მედვედევის მოდერნიზაციის გეგმა მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში - სკოლკოვოში - ტექნოლოგიური ცენტრის დანერგვას ითვალისწინებს, რომელსაც საფუძველი წლის დასაწყისში ჩაყარა. სკოლკოვომ მეტსახელი უკვე დაიმკვიდრა და მას ხშირად რუსეთის სილიკონის ველს უწოდებენ.

სკოლკოვოს შექმნასთან ერთად, რუსეთის მთავრობამ 10 მილიარდი დოლარი გამოყო საინვესტიციო ფონდის დასაარსებლად, რომელიც ეკონომიკაში ინოვაციებს წაახალისებს. ფონდს ადამინათა ის ჯგუფი უდგას სათავეში, რომელმაც საბჭოთა კავშირის ეპოქიდან მოყოლებული დღემდე უცხოელ ინვესტორებთან პარტნიორობით 100-მდე მაღალ-ტექნოლოგიური პროდუქტი აწარმოა.

რუსეთსა და ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ფონზე, ამერიკულმა კომპანია სისკომ განაცხადა, რომ რუსეთის მაღალ-ტექნოლოგიური განვითარების სფეროში 1 მილარდ დოლარს დააბანდებს.

XS
SM
MD
LG