ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერტო აზევენდო: მსო-ს ახალი შეფი


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას სექტემბრიდან ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

ამჯერად ამ თანამდებობას ბრაზილიის ელჩი მსოფლიო ორგანიზაციაში, რობერტო აზევენდო დაიკავებს. ის ფრანგ პასკალ ლამის ჩაანაცვლებს და გახდება პირველი ადამიანი ლათინური ამერიკის სახელმწიფოდან, და ასევე პირველი “ბრიქსის” სახელით ცნობილი ჯგუფის წევრი ქვეყნიდან რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სათავეში მოექცევა.

2001 წლის შემდეგ, აღნიშნული ორგანიზაცია ვაჭრობის სფეროში გლობალური შეთანხმების გაფორმებას ცდილობას. თუმცა წევრმა სახელმწფოებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს უთანხმოების დაძლევა ფერმერებისთვის განკუთვნილი სუბსიდიების, ტარიფებისა და მსოფლიოს განვითარებულ ბაზრებზე განვითარებადი ქვეყნების შესვლის შესახებ.
XS
SM
MD
LG