ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალი ანგარიში


ადრეულ ასაკში ქალთა სიკვდილიანობის შემთხვევები ძირითადად განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:18 0:00
ბმული

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში 50 წლის ზემოთ ქალთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი გულის დაავადებები, ინსულტი და კიბოა. თუმცა ამ დაავადებებით ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის შემთხვევები ძირითადად განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება.

მეცნიერული კვლევებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ განვითარებად ქვეყნებში ქალთა ადრეულ ასაკში გარდაცვალებას ძირითადად უფულობა, პროფილაქტიკური მედიცინის დაბალი დონე იწვევს.

კოლინ მათერსი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში სიკვდილიანობის და დაავადებათა პრევენციის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემა გულსისხლძარღვთა დავადებების კონტროლსა და შემცირებაზე ზრუნავს. მისი განცხადებით, კვლევითი და სამკურნალო პროგრამების დახმარებით განვითარებად ქვეყნებში სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები შემცირდა.

„არ მოიპოვება თანხების იმისთვის, რომ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებაზე ხელი ყველას მიუწვდებოდეს. ასევე პრობლემაა სამედიცინო სისტემაშიც, რაც კვალიფიციური ექიმების და მედდების სიმცირით გამოიხატება.“

ექიმი მათერსი ასევე აცხადებს, რომ აფრიკის ქვეყნებში არაგადამდებ დაავადებათა პრობლემის მოსაგვარებლად დონორები მცირე თანხებს გასცემენ. მათი მთავარია მიზანია, ამ კონტინენტზე მშობიარეთა სიკვდილიანობამ დაიკლოს, რასაც მათ ნაწილობრივ მაიღწიეს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აფრიკის კონტინენტზე ძალზე იმატა 50 წლის ზემოთ ქალთა სიკვდილიანობის შემთხვევებმა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებში 50 წლის ზემოთ ასაკის ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ სამწელიწადნახევრით გაიზარდა. გერმანიასა და იაპონიაში ქალები საშუალოდ 84-88 წელი ცხოვრობენ, თითქმის იგივე მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა პროგრესულ ქვეყნებშიც. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, აქ ამ ასაკის ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია. ასევე გამოვლინდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ახალგაზრდა ასაკის ქალთა გარდაცვალების მიზეზი სისხლძაღვთა დაავადებები, უბედური შემთხვევები და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღების ტენდენციაა.

ექიმ მათერსის განცხადებით, ასაკოვან ქალთა სიკვდილიანობის რისკ ჯგუფში ძირითადად მწეველი ქალები შედიან. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ალკოჰოლის ბოროტად მოხმარების, ჭარბი წონის და სიმსუქნის ფაქტორებასაც:

„ასაკოვან ქალთა პრობლემები სათავეს ძირითადად ადრეული ასაკიდან იღებს. მოწევას ახალგაზრდა გოგონები ძირითადად ადრეული ასაკიდან იწყებენ. ამიტომ გარდა სამედიცინო მომსახურებისა, აუცილებელია ასეთ ქვეყნებში ახალგაზრდა გოგონებს საჭირო ინფორმაცია მიეწოდოთ, რათა საკუთარ ჯანმრთელობაზე ადრეული ასაკიდანვე იზრუნონ.“

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ განვითარებად ქვეყნებში ეპიდემიურ და ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლის გარდა, ეფექტური პრევენციული და ადრეული დიაგნოსტიკა მაღალი წნევის, ჭარბი წონის და სიმსუქნის პრობლემებსაც შეამცირებს.
XS
SM
MD
LG