ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი 2014 წელი


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალი წელი სხვადასხვა დროს დადგა

31 დეკემბერი 2013 წლის ბოლო დღეა. ახალი წელი ყველგან განსხავებულ დროს დგება - მნიშვნელობა აქვს დედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობთ. შორეულ აღმოსავლეთში, ყველაზე ადრე შემოვიდა ახალი 2014 წელი. დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში და შეერთებული შტატებში კი ახალი წელი გაცილებით გვიან მოვიდა.

ახალი წელი პირველად ახალ ზელანდიაში დგება. ცათამბჯენ „ ოკლანდ სკაის“ სახურავიდან ფოიერვერკებს ცაში უშვებენ.

ორი საათის შემდეგ ახალი წლის დღესასწაული უკვე სიდნეიში, ავსტრალიაში იწყება.

სამი, ორი , ერთი... გილოცავთ ახალ წელს.

ორი საათის მერე ახალი წელი უკვე კიმანოთი შემოსილ ქვეყანაში იაპონიაში დგება. ტოკიოს ჩინეთი მოსდევს ერთი საათის შემდეგ, სადაც 31 დეკემბერს ახალი წლის შემოსვლა უფრო მოკრძალებულად აღინიშნება.

შოტლანდია, უამრავი ადამიანი ედინბურგის ქუჩებში ჩირაღდნებით გამოდის და ახალი წლის დღესასწაულს ერთად ზეიმობს.

თუმცა როდესაც ამ ჩამოთვლილ ქვეყნებში ახალი წლის შემოსვლას უკვე აღნიშნავენ, ნიუ იორკში დილაა და თაიმ სქვერზე უჩვეულო სიმშვიდეა.

ქუჩაში მყოფ ადამიანებმა თადარიგი დილიდანვე დაიჭირეს. ერთ-ერთი ნიუ იორკელი თაიმ სქვერზე დილის 6 საათზე მივიდა, და მთელი ღამე აპირებს იქ დარჩენას, რათა ახალი წლის შეხვედრის ნიუ იორკული ტრადიციის მონაწილე გახდეს.

მეორე მამაკაცი კი ამბობს, რომ თაიმ სქვეარზე ახალი წლის შეხვედრით ის თავის ერთ-ერთ სურვილს აიხდენს, რომელიც დიდი ხანია ჰქონდა.

თუმცა მშვიდი სიტუაცია თაიმ სქვერზე მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება. ამ ადგილას მილიონობით ადამიანი ყოველი წლის 31 დეკემბერს, სწორედ ახალი წლის შესახვედრად იკრიბება.
XS
SM
MD
LG