მილიონობით ქრისტიანი დღეს დიდ პარასკევს აღნიშნავს. მათი რწმენით, დღეს, ქრისტე ჯვარზე გააკრეს.
თუმცა, ამ დღის სარიტუალო მსახურება წელს განსხვავებული იქნება. მრევლის უმეტესობა წირვა-ლოცვას სახლიდან, ონლაინ დააკვირდება. კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მრევლი სახლიდან ილოცებს.
ჯონს ჰოპკინსის კორონავირუსის ცენტრის მონაცებით, მსოფლიოში კოვიდ 19-ით 1,6 მილიონი ადამიანია დაავადებული.
ამერიკის შეერთებული შტატები, ახლა ყველაზე ცხელი წერტილია ამ კუთხით. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 466,000 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაინფიცირებულთა რაოდენობით, მეორე და მესამე ადგილებზე არიან ესპანეთი და იტალია, 153,222 და 143,626 დადასტურებული შემთხვევით.
პანდემია "დიდი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს, რასაც პოტენციურად სოციალური არასტაბილურობისა და ძალადობისკენაც მივყავართ. ეს კი ძალიან შეგვიშლის ხელს ვებრძოლოთ დაავადებას", თქვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.
Facebook Forum