ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკი და "კოვაქსი" ვაქცინებს პირდაპირ მწარმოებლებისგანაც შეიძენენ


მსოფლიო ბანკი და "კოვაქსის" გლობალური პლატფორმა, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების გადანაწილებას ხელმძღვანელობს, ახალ ფინანსურ მექანიზმს ასაჯაროებს, რომელის მიხედვითაც, განვითარებად ქვეყნებში ვაქცინების მიწოდების სისწრაფე უნდა გაიზარდოს.

ეს მექანიზმი "კოვაქსს" საშუალებას აძლევს ვაქცინები უფრო კონკურენტულ ფასებად უშუალოდ მწარმოებლებისგან შეიძინოს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაგანაც მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. ამისთვის კი მსოფლიო ბანკის და სხვა, განვითარებაზე ორიენტირებული ბანკების დაფინანსება გამოიყენოს.

"ვაქცინებზე წვდომა ახლა განვითარებადი ქვეყნების უდიდესი გამოწვევაა იმისთვის, რომ საკუთარი ხალხის ჯანმრთელობა, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენისგან დაიცვან", - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევის მალპასმა. მისივე თქმით, ეს მექანიზმი საშუალებას შექმნის, რომ ვაქცინების ახალი ნაკადი ქვეყნებმა უფრო სწრაფად შეიძინონ. ამასთან, ვაქცინების ხელმისაწვდომობის, ფასისა და მიწოდების ვადების შესახებ მეტი გამჭვირვალობა იქნება უზრუნველყოფილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG