ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

3 მილიონი "მოდერნას" ვაქცინა პაკისტანს - ამერიკის მორიგი დახმარება


ინდოეთის მეზობლად მდებარე პაკისტანში დელტა ვარიანტით გამოწვეული კოვიდ-19-ის შემთხვევების და სიკვდილობის მზარდი მონაცემების ფონზე, ვაშინგტონი ქვეყანას 3 მილიონ დოზა "მოდერნას" ვაქცინას უგზავნის. თვითმფრინავი დღეს იტვირთება და ვაქცინების პარტია პაკისტანში შაბათს ჩავა. ყარაჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში დელტა ვარიანტი უკვე 100 პროცენტით დომინირებს.

შეერთებული შტატები პაკისტანს დახმარების მორიგ პარტიას ორგანიზაცია "კოვაქსის" საშუალებით აწვდის, რომელიც გაეროსთან ერთად ვაქცინების თანაბრად გადანაწილებაზე მუშაობს. ამერიკამ პაკისტანს პირველი ტრანშით "მოდერნას" კოვიდ-19-ის ვაქცინის 2.5 მილიონი დოზა უკვე გაუგზავნა.

პაკისტანი აქამდე მხოლოდ ჩინურ ვაქცინებზე იყო დამოკიდებული. თეთრი სახლი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ვაშინგტონისგან უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინებით დახმარება არცერთ ქვეყანაში არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ან ეკონომიკური წნეხის ბერკეტად. "ჩვენს ვაქცინებს არანაირი ვალდებულება არ ახლავს თან. ამას მხოლოდ ერთადერთი მიზნით ვაკეთებთ, რომ ადამიანთა სიცოცხლე ვიხსნათ" - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG