ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მოლდოვას ნახევარ მილიონ ვაქცინას უგზავნის


მოლდოვა, ევროპის უღარიბესი ქვეყანა, ვაშინგტონიდან კოვიდ-19-ის ვაქცინების პირველ პარტიას დღეს ელოდება. შეერთებული შტატები 3,5 მილიონი მოსახლეობის ქვეყანას, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონ "ჯონსონი და ჯონსონის" ერთდოზიანი ვაქცინით დახმარებას დაპირდა.

მოლდოვაში ამერიკის საელჩოს განცხადებით, დღეს პირველ პარტიაში 150 000 ვაქცინა იქნება. ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს გაწეული დახმარებისთვის და თქვა, რომ ეს მათ "ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება, დაიცავს მოქალაქეთა ჯანმრთელობას და პანდემიის სიმძლავრეს შეზღუდავს".

ქვეყანაში ჯერჯერობით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 305 000 ადამიანია აცრილი, მოსახლეობის დაახლოებით 11 პროცენტი. მოლდოვაში ინფიცირების მაჩვენებელი 257 000-ს აჭარბებს, კოვიდ-19-ის გართულებებით კი გარდაიცვალა 6 207 ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG