ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი და საპრეზიდენტო კამპანია


ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი ამ დღეებში საპრეზიდენტო კამპანიის პოტენციურ დონორებს, მხარდამჭერებს და წამყვან კანონმდებლებს ესაუბრა.

72 წლის ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატების მხრიდან ნომინირების საკითხს, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ განიხილავს. ვიცეპრეზიდენტი ამ დღეებში საპრეზიდენტო კამპანიის პოტენციურ დონორებს, მხარდამჭერებს და წამყვან კანონმდებლებს ესაუბრა.

კვირას ვიცეპრეზიდენტმა ბაიდენმა მშობლიურ შტატ დელავერში ვიზიტი შეწყვიტა და თავის ოფიციალურ რეზიდენციაში მასაჩუსეტის შტატის სენატორს, ელიზაბეტ უორენს შეხვდა. უორენი ე.წ. პროგრესულ დემოკრატებს შორის ძალიან პოპულარული სენატორია, რომელმაც საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობაზე უარი რამოდენიმეჯერ განაცხადა. თუმცა, მას მხარი ჯერჯერობით არცერთი დემოკრატი კანდიდატისთვის, მათ შორის ჰილარი კლინტონისთვისაც არ დაუჭერია.

ბაიდენმა დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ნომინაციის მოპოვება ორჯერ, 1988 და 2008 წლებში სცადა. სენატორი ბოლო 6.5 წლის მანძილზე ობამას ადმინისტრაციაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად მსახურობს. მისი კანდიდატურის განხილვა სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში დემოკრატთა წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის მხარდაჭერამ იკლო.

XS
SM
MD
LG