ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიში


Logo of the World Health Organization at WHO headquarters in Geneva
Logo of the World Health Organization at WHO headquarters in Geneva

მსოფლიოში 220 მილიონამდე ქალს ხელი არ მიუწვდება კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებზე


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გათვლებით, მსოფლიოში 220 მილიონამდე ქალს ხელი არ მიუწვდება კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობაა, ასევე აივის ვირუსით ინფიცირებული და კონფლიქტების დროს იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კლვევების დეპარტამენტის დირექტორი, ექიმი მარლინ ტემერმანი ანგარიშის თაობაზე შემდეგს აცხადებს:
„პირველად ხდება, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში ადამიანის უფლებები მოხსენიებულია არამარტო სათაურში, არამედ ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. რათქმა უნდა აქ საუბარია კონტრეცეპტივების გამოყენების სამედიცინო მხარეზე, მათ მნიშვნელობასა და უსაფრთხოებაზე, თუმცა არანაკლები ადგილი ეთმობა ადამიანის უფლებებსაც.“

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ანგარიშზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშობდა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა კი ამ მითითებებით და რეკომენდაციებით უნდა იხელმძღვანელონ:
„გვინდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ადამიანის უფლებების მთავარი პრინციპები-ხელმისაწვდომობა, ფასი, არჩევანი, ინფორმაციის მიღება, ყველაფერი შესულია ამ სახელმძღვანელოში.“
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების უზრუნველყოფა, ოჯახის დაგეგმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონტრაცეპტიული მეთოდების გაცნობა.
ექიმი ტემერმანის განცხადებით, მომავალი წლების განმავლობაში მთავარი ამოცანა იქნება კონტრეცეპტიული საშუალებების ხელმისაწვდომობის გაზრდა:
„გაეროს ათასწლეულის განვითარების ფონდის ძირითად მიზნებს თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მშობიერე ქალთა სიკვდილიანობის შემცირებაა. ეს კი თავის მხრივ უკავშირდება ორსულობის დროს და მის შემდეგ ქალების ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, უსაფრთხო მშობიარობას, ამასთან ქალებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება როდის და რამდენი შვილი გააჩინონ“

ბევრ ქვეყანაში ქალმა ნებართვა მეუღლისგან უნდა აიღოს, რათა კონტრაცეპტივი გამოიყენოს. გაუთხოვარ გოგოებს კი ნებართვა მშობლებმა უნდა დართონ. ახალგაზრდა ბიჭებს რაც შეეხება, ხშირ შემთხვევაში თანამედროვე კონტრაცეპტიულ საშუალებებზე მათ ხელი არ მიუწვდებათ.
ხშირ შემთხვევაში ქალებს არც კი ეკითხებიან უნდათ თუ არ მათ დაფეხმძიმება, აცხადებს მარლინ ტემერმანი:
„დაფეხმძიმდეს თუ არა ქალი ზოგიერთ ქვეყანაში წყდება ოჯახის მიერ, მამის, დედის, მეუღლის, დედამთილის, საზოგადოების ჩარევით, ან კულტურის და რელიგიური მოსაზრებების გათვალისწინებით. ზოგიერთი სახელმწიფო აიძულებს ქალს გაიკეთოს საშვილოსნოს მილების გადაკვანძვა, სტერილიზაცია, ზოგშიც კი პირიქით ეს პროცედურები იკრძლება.“
ნაადრევად დაფეხმძიმება, მაგალითად 15 წლის ასაკში ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში 15დან 19 წლამდე ასაკში 16 მილიონამდე გოგო ფეხმძიმდება. ეს მონაცემები ძირითადად ვრცელდება საშაუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე.
„ახალგაზრდა გოგოებში ხშირია ორსულობის დროს გართულებები, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლებსაც ზრდის. ეს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს.“
როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, ნეგატიური მონაცემები ასოცირებულია სექსუალური გზით გადაცემული ინფექციური დაავადებების გართულებებთან და ფსიქიკურ აშლილობებთან, რომელიც დეპრესიას უკავშირდება.
ექიმი ტემერმანის განცხადებით, ქვეყნებში სადაც ქალებსა და ახალგაზრდა გოგოებს ხელი მიუწვდებათ თანამედროვე კონტრაცეპტიულ საშულებებთან, მდგომარეობა ბევრად უკეთესია:


„თუ სტატისტიკას გადავხედავთ, იმ ქვეყნებში სადაც ხდება მოსახლეობის განათლება კონტრეცეფციის მეთოდებზე, არსებობს ქალთა მომსახურების ცენტრები, უფრო ნაკლებია არასასურველი ორსულობა, ქალთა სიკვდილიანობა და ა.შ. ჯანმრთელობის მხრივ, ამ ქვეყნებში მდგომარება უკეთესია.“
ქალბატონი ტემერმანის განცხადებით, ჯანმრთელობის კუთხით სარგებლის გარდა, რეპროდუქციულ მომსახურებაში ინვესტიცია ქვეყნებისთვის ეკონომიკურად მომგებიანია, რაც გამოიხატება მეტად ნაყოფიერი სამუშაო ძალის ყოლაში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სახელმძღვანელო ანგარიშში ნათქვამია, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის უკეთ ინფორმირებულობა, გადაწყვეტილებების მიღების დამოუკიდებლობა, პატივი სცეს პირად კონფედენციალურ ინფორმაციას და ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს.
XS
SM
MD
LG