ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლისგან აკრედიტაციის აღდგენას კიდევ ერთი ჟურნალისტი ითხოვს


თეთრი სახლი პრესასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. უკვე მეორე ჟურნალისტი ითხოვს ადმინისტრაციისგან აკრედიტაციის აღდგენას. ამჯერად, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სტეფანი გრიშემმა ჟურნალ "ფლეიბოის" კორესპოდენტსა და "სი-ენ-ენის" ანალიტიკოსს ბაიან კარემს შეუჩერა საშვის მოქმედება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კარემი კონსერვატორ რადიო-წამყვანთან და ტრამპის ყოფილ მრჩეველთან სებასტიან გორკასთან გაცხარებულ დისკუსიაში აღმოჩნდა ჩართული. კარემისა და გორკას შელაპარაკება თეთრი სახლის ბაღში, სოციალური მედიის შეკრებაზე, გასულ თვეში მოხდა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აკრედიტებულ ჟურნალისტს საშვი ჩამოართვა. მედიის უფლებადამცველები ტრამპს პრესისადმი მისი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ. პრეზიდენტი ტრამპი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედია-საშუალებებს კვლავ "ყალბი ამბების" გამავრცელებლებს და "ხალხის მტრებს" უწოდებს და ეს უფლებადამცველების აზრით, მედიის მიმართ ხალხის ნდობას ამცირებს.

გასულ ნოემბერში, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და "სი-ენ-ენის" კორესპოდენტს, ჯიმ აკოსტას აკრედიტაცია პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე აკოსტას მიერ კითხვების დასმიდან და შელაპარაკებიდან რამდენიმე საათში შეუჩერა. ტელეკომპანიამ პრეზიდენტს უჩივლა და ფედერალურმა მოსამართლემ აკოსტას აკრედიტაცია აღუდგინა.

ჩივილს ამჯერად კარემი აპირებს. პრეზიდენტ ტრამპსა და კომუნიკაციების დირექტორ გრიშემს ის მისი კონსტიტუციური უფლებების შელახვაში ადანაშაულებს და სასამართლოსგან მისი აკრედიტაციის აღდგენას ითხოვს. მოსამართლე რუდოლფ კონტრერასმა მისი ქცევის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა ამგვარადვე განიხილა თეთრი სახლის სტანდარტი მისთვის პრეს-საშვის ჩამორთმევის თაობაზე. მოსამართლის გადაწყვეტილება ყველაზე ადრე პარასკევს, ყველაზე გვიან კი - მომავალ სამშაბათს გახდება ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG