ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ავდოკატები იმპიჩმენტის საწინააღმდეგო არგუმენტებს სენატს დღეს გადასცემენ


თეთრი სახლის ადვოკატებს დღეს ბოლო ვადა აქვთ, რათა საკუთარი არგუმენტები წარუდგინონ სენატს, ვიდრე საქმის განხილვა დაიწყება. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი ხვალ გაიმართება.

ცოტა ხნის წინ, ადვოკატებმა, პეტ სიპოლონიმ და ჯეი სეკულოვმა განაცხადეს, რომ იმპიჩმენტის მუხლები, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სენატმა უნდა უარყოს. მათი არგუმენტი ასეთია: "ისინი ეყრდნობიან კონსტიტუციის საშიშ დამახინჯებას, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ჩვენი მთავრობის სტრუქტურას".

ადვოკატების თქმით, წარმომადგენელთა პალატა ცდილობს პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვას, რათა თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა. ადვოკატების მტკიცებით, პალატა ცდილობს გააკონტროლოს და დასაჯოს ხელისუფლების აღმასრულებელი ნაწილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG