ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

130 ქვეყნა კორპორაციების მოგების გადასახადის საერთო მინიმუმზე შეთანხმდა


აშშ-ის ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი

130 ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა ეკონომიკა ჯამში მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს შეადგენს, კორპორაციებისთვის გადასახადის გლობალურ მინიმალურ განაკვეთზე შეთანხმდნენ. სწორედ ამ შეთანხმების გამო, რასაც მსოფლიო ეკონომიკური დიპლომატიის ისტორიულ მოვლენას უწოდებენ, აშშ-ის ხაზინის მდივანი მილოცვას პრეზიდენტ ბაიდენისგან იღებს.

დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, შეთანხმების ხელმომწერებს შორისაა ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და დიდი ოცეულის ყველა წევრი. შეთანხმების დოკუმენტით, კორპორაციების მინიმუალირუ დაბეგვრის განაკვეთად 15% განისაზღვრა. შრთანხმებამდე, ქვეყნები ცდილობდნენ დაბალი საპროცენტო განაკვეთებით კორპორაციები მიეზიდათ.

„ამ რბლაში არცერთ ერს არ მოუგია. დაბალი გადასახადებით, არა მხოლოდ ვერ იზიდავ ახალ ბიზნესებს, არამედ ასევე აფერხებ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, განათლება, პანდემიასთან ბრძოლა. აშშ-ში ეს შეთანხმება უზრუნველყოფილია, რომ ამ ტვირთის სამართლიანი წილი კორპორაციებმა იტვირთონ“ - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა.

აშშ-ის ლიდერობა შეთანხმების მისაღწევად

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია 2013 წლიდან ცდილობს გლობალური კორპორაციების მიმართ რაციონალური საგადასახადო მიდგომის დანერგვას. ექსპერტები ამბობდნენ, რომ კორპორაციების სტრატეგიით, თავი აერიდებინათ გადასახადებისთვის, მთავრობები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს კარგავდნენ.

მაგრამ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ორგანიზაციის პროექტი თითქმის შეჩერდა.

„აბსოლუტურად თამამად უნდა ითქვას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ ბარიერს გადააბიჯა“ - აცხადებბს დანიელ ბუნი, გლობალური საგადასახადო ფონდის ვიცე-პრეზიდენტი.

„გასული წლის ამ დროს, ყველაფერი ჩიხში იყო შესული. ბაიდენმა დიდი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო იმაში, რომ დაერწმუნებუნა სხვა ქვეყნები, შეთანხმებაზე ხელმოწერა აუცილებელი იყო“ - ამბობს დანიელ ბუნი.

რას აკეთებს შეთანხმება

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დეტალების დიდი ნაწილი კვლავ მოლაპარაკების საგნად რჩება, შეთანხმების მთავარი იდეა ისაა, რომ კომპანიებმა მოგების გადასახადი გადაიხადონ იმ ქვეყნებში, სადც მათ პროდუქტს და მომსახურებას იყენებენ.

შეთანხმება დანერგავს მოგების გადასახადის განაწილების სისტემას იმ ქვეყნებში, სადაც კორპორაციების საქონელს, ან მომსახურებას შეიძენენ. მოგების გადასახადის მინიმალური განაკვეთი ამ მოგებაზე მინიმუმ 15%-ით განისაზღვრება.

კონკრეტული კორპორაციების მიმართ, დაბეგვრის ოდენობასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების შემთხვევაში, ქვეყნებს საშუალება ექნებათ, საგადასახადო განაკვეთი შეთანხმებით განსაზღვრულ მინიმალურ 15%-ს გაუთანაბრონ.

ნაადრევი ზეიმი?

აშშ-ის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი, ბრაიან დიზი მიღწეულ შეთანხმებას ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევას უკავშირებს - გაზარდოს კორპორატიული გადასახადები და განახორციელოს გადასახადებთან დაკავშორებული სხვა რეფორმები.

მისი თქმით, შეთანხმება ქმნის „ იმპულსს, აშშ-ში კორპორატიული საგადასახადო რეფორმის გატარებისთის. რაც, არა მხოლოდ შეერთებული შტატების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, არამედ ასევე მას ინვესტციებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.“

მიუხედევად თეთრი სახლის განწყობისა, არსებობენ კრიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ შეთანხმების წარმატებაზე საუბარი შესაძლოა ნაადრევი იყოს და ამის შეფასება, მხოლოდ მისი შესრულების შემდეგ იქნება მართებული.

სხვა გამოწვევები

„ყველაზე დიდი დაბრკოლება, რის შესახებაც მედიას არ უსაუბრია, არის ფუნდამენტური ფაქტი - დემოკრატიულ ქვეყნებში, ეროვნული საკანონმდებლო ორგანოები საგადასახადო კანონების შექმნაზე მთავარ პასუხისმგებლად საკუთარ თავს მიიჩნევენ“ - აცხადებს გარი ჰეფბაუერი, „პეტერსონის საერთაშორის ეკონომიკის ინსტიტუტის“ მკვლევარი. ჰეფბაუერი იქამდე, სხვადასხვა დროს, სახაზინო დეპარტამენტში საერთაშორისო გადასახადების მიმართულებით მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

„აშშ-ში, სენატის საფინანსო კომიტეტი, სენატორები, კონგრესმენები ნამდვილად ფიქრობენ, რომ რომ საგადასახადო კანონებს თავად წერენ და ისინი არ აპირებენ მიესალმონ ყველაფერს, რაზეც ხაზინის მდივანი შეთანხმდება.“ - აცხადებს ჰეფბაუერი.

მისი თქმით, იგივე ეხება ევროკავშირსაც, სადაც ევროკავშიორში მოქმედი ყველა საგადასახადო კანონი ერთხმად უნდა შეთანხმდეს. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ირლანდიამ, უნგრეთმა, ესტონეთმა და კვირპოსმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და სავარაუდოდ, ამას არც მომავლაში გეგმავს.

ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ეროვნული საკანონმდებლო ორგანოების კანონშემოქმედება ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG