ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ინფრასტრუქტურის განახლების 2 ტრილიონი $ ღირებულების გეგმა წარმოადგინა


ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ინფრასტრუქტურისა და სამუშაო ადგილების შექმნის გეგმა წარმოადგინა. ახალი პაკეტის ღირებულება 2 ტრილიონი დოლარია.

„ჩვენი ინფრასტრუქტურა იშლება“, - თქვა პრეზიდენტმა პიტსბურგში ფინანსური პაკეტის წარდგენისას.

„ეს [პაკეტი] შექმნის ყველაზე ძლიერ, ყველაზე გამძლე, ინოვაციურ ეკონომიკას მსოფლიოში“, - ამბობს ჯო ბაიდენი. სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე მისი გეგმის თანახმად, ამერიკა იმ პოზიციაში უნდა აღმოჩნდეს, რომ ჩინეთის კონკურენცია დაამარცხოს.

„ჩვენი მოწინააღმდეგეები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ“ - პრეზიდენტის გეგმით, მომავალი 8 წლის განმავლობაში 32 ათასი კილომეტრის სიგრძის გზები, 10 ეკონომიკურად მნიშვნელოვანი და 10 000-მდე მომცრო ზომის ხიდი უნდა შეკეთდეს. წყალგაყვანილობის სისტემიდან ტყვიის საშიში მილები უნდა ამოიღონ და მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ ელექტროგამანაწილებელი ქსელი, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი და ტრანზიტის სისტემები.

ამერიკის მთავრობის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო 3.5 %-ით შეიკუმშა. ინფრასტრუქტურის ბაიდენისეული გეგმის დასაფინანსებლად კორპორაციული გადასახადების 21 დან 28 %-მდე გაზრდაა გათვალისწინებული, რაც გადასახადების იმ შეკვეცას გააუქმებს, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხი წლის წინ მოახდინა. რესპუბლიკელი კონგრესმენები გეგმას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ის პირიქით, ამერიკელ მშრომელებს დააზიანებს და ეკონომიკურ ზრდასაც შეაფერხებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG