ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის შრომის დეპარტამენტი დასაქმების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს


შრომის ბაზრისა და დასაქმების საკითხების ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იანვარში აშშ-ში სამუშაო ადგილები 225 000-ით გაიზარდა, რაც შესაძლოა არც ისე მკაცრ ზამთარს უკავშირდებოდეს. თუმცა, ეკონომიკას მაინც აქვს გამოწვევები ჩინეთიდან კორონავირუსის რისკებისა და პეკინთან მიმდინარე სავაჭრო ომის გამო.

ანგარიშში, რომელიც პარასკევს, შრომის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა., ასევე ნათქვამია, რომ იანვარში სამუშაო ბაზარზე დასაქმების მსურველი ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაფიქსირდა, თუმცა ყველა მათგანი ცხადია არ დასაქმებულა. მათი შემოდინება მეორე მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ მათი რაოდენობა უმუშევართა რიცხვს ემატება და უმუშევრობის მაჩვენებელი ერთი მეათედი ნიშნულით, თუმცა მაინც გაიზარდა. მით უფრო, რომ ეს მაჩვენებელი ნახევარი საუკუნის მინიმალურ დონეზე - 3.5 %-ზე ფიქსირდებოდა.

ანგარიშის თანახმად, შესაბამისმა ამინდმა ყველაზე მეტად მშენებლობის ბიზნესს შეუწყო ხელი. იანვარში ამ სფეროში დამატებით 44 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდა.

შრომის დეპარტამენტის განცხადებით, ციფრები ადასტურებს, რომ ბიზნესი კვლავ "თავდაჯერებულად" ვითარდება. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდის ტემპი კი გასული წლიდან შენარჩუნებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG