ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ტრამპმა ერისადმი მიმართვა ეკონომიკის გაძლიერებაზე საუბრით დაიწყო


სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ამერიკის ეკონომიკურად გაძლიერების მიმოხილვით დაიწყო.

„სამი წლის წინ ჩვენ ამერიკის დიდებული დაბრუნება დავიწყეთ. დღეს მე თქვენს წინაშე ვდგავარ არაჩვეულებრივი შედეგების გასაზიარებლად. დასაქმება ყვავის, ხელფასები მატულობს, სიღარიბე სწრაფად იკლებს, დანაშაულის მონაცემი ეცემა, ნდობა მატულობს, და ჩვენი ქვეყანა ყვავის და მას ისევ დიდ პატივის სცემენ! ამერიკის მტრები გარბიან, ამერიკის ქონება იზრდება და ამერიკის მომავალი თვალისმომჭრელად ნათელია“ - განაცხადა მან.

"ჩემი ადმინისტრაციის მხოლოდ 3 წლის მანძილზე, 3.5 მილიონი სამუშაო ასაკის ადამიანი შეუერთდა დასაქმებულთა რიგებს" - თქვა პრეზიდენტმა. მისი განცხადებით, ამერიკას დღეს დასაქმების რეკორდული მაჩვენებლები აქვს, როგორც უმცირესობებს, ასევე ვეტერანებს, თუ ახალგაზრდებს შორის.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში სიამაყით ისაუბრა იმაზე, რომ მან შეასრულა ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და ჩაანაცვლა "ნაფტას" სახელით ცნობილი საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულება, რომლის გამოც, პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა წარმოებამ თავის დროზე, ყოველი მეოთხე სამუშაო ადგილი დაკარგა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს იყო შეთანხმება, რომელმაც მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიაღებინა. "ექვსი დღის წინ, მე "ნაფტა" ჩავანაცვლე და ხელმოწერით კანონად ვაქციე სრულიად ახალი ხელშეკრულება შეერთებულ შტატებს, მექსიკას და კანადას შორის" - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზეც ისაუბრა.

„ამერიკის თავისუფლების დასაცავად, ჩვენ რეკორდული თანხა 2.2 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ ამერიკის ჯარში. ვიყიდეთ საუკეთესო თვითმფრინავები, რაკეტები, ქობინები, გემები და ყველა სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობა - ყველაფერი დამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ასევე, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს მოკავშირეებს ვახდევინებთ საკუთარ სამართლიან წილს. მე გავზარდე ნატოს სხვა წევრების კონტრიბუცია 400 მილიარდი დოლარით და მოკავშირეების რაოდენობა, რომელიც მინიმალურ ვალდებულებას აკმაყოფილებდა, თითქმის გაორმაგდა“.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს კიდევ ერთი დანაყოფი დაამატა. ეს ამერიკის კოსმოსური ძალებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG