ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის და რა პირობებით შეუძლია პირბადესთან დამშვიდობება ამერიკაში?


მას შემდეგ, რაც „ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა“ (CDC) გამოაქვეყნა ახალი რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სრულად აცრილ ადამიანებს შეეძლოთ პირბადისგან გათავისუფლება, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით არის თუ არა გამონაკლისი შემთხვევები.

მიუხედავად იმისა, რომ CDC-ის ახალი რეკომენდაციების მიხედვით, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს არ აქვთ ღია და დახურული სივრცეების უმეტესობაში პირბადის ტარევის ვალდებულება, გარკვეული შეზღუდვები კვლავ რჩება.

მაგალითად, CDC მოუწოდებს სრულად ვაქცინირებულებს დაემორჩილონ შტატის, ადგილობრივი ბიზნესის, ან დაწესებულებების მოთხოვნებს და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული დაწესებულება მათგან პირბადის ტარებას მოითხოვს, ასეც მოიქცნენ.

ასევე, სრულად ვაქცინირებულებს კვლავ მოუწევთ პირბადის ტარება მოგზაურობის დროს. ეს წესი ეხება, როგორც გრძელ დისტანციაზე მოგზაურობას თვითმფრინავით, ისე მოკლე მანძილზე გადაადგილებას ავტობუსით, მეტროთი და ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციები გარკვეულ რეგულაციებს კვლავ შეიცავს, ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ „დაავადებათა კონტროლის ცენტრმა“ ძალიან ადრე გასცა ნებართვა პირბადეების მოხსნასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს ახალი გადაწყვეტილება აშფოთებთ ისაა, რომ არ არსებობს რაიმე გზა იმის გასარკვევად ვაქცინირებულია თუ არა ადამიანი, რომელიც უპირბადოდ გადაადგილდება.

„მთავარი შეცდომა ჯანდაცვის სფეროში ის არის, როცა ამსუბუქებ რეგულაციებს ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე“,- ამბობს დევიდ ჯოლტგრავი, ალბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის რექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ აცრილ ადამიანებს მინიმალური შანსი აქვთ, რომ კორონავირუსით დაინფიცირდნენ, თეორიული ალბათობა ამისა მაინც არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინირებული კოვიდ-19-ით დაავადდება სიმპტომები საერთოდ, ან ძალიან მსუბუქ ფორმებში ექნება. ამიტომაც, CDC მოუწოდებს აცრილებს ნებისმიერი სიმპტომის შემჩნევის შემთხვევაში, კვლავ გაიკეთონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

ნიღბების ტარება აუცილებლობად რჩება აცრილი ადამიანებისთვის საავადმყოფოების, მოხუცებულთა სახლების თუ თავშესაფრების შემთხვევაში. სატრანსპორტო საშუალებების მსგავსად, ეს ის ადგილებია, სადაც რისკი მაღალია, როგორც ინფიცირების ასევე გატყუებ ენის, ამიტომ, ექსპერტები მოსახლეობას პირბადის ტარებას ურჩევენ.

სრულად ვაქცინირებულად ითვლება ადამიანი, ვინც „მოდერნას“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში მიიღო ვაქცინის ორივე დოზა, ხოლო „ჯონსონი და ჯონსონის“ შემთხვევაში მიიღო ვაქცინის ერთი დოზა და ბოლო აცრიდან გასულია ორი კვირა.

აუცრელმა ადამიანებმა და ბავშებმა 12-წლამდე, ასევე 12-წელს ზევით მოზარდების იმ ნაწილმა, ვინც ჯერ სრულად ვაქცინირებული არ არის, უნდა განაგრძონ პირბადის ტარება.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG