ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაურკვეველი დაავადებით დაავადებული ამერიკელი დიპლომატებისთვის "ჰავანას აქტი" შეიქმნა


ამერიკის კონგრესში ახალი კანონის პროექტის ინიცირება მოხდა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, კუბაში ე.წ. “ჰავანას სინდრომის" მქონე ამერიკელი დიპლომატები დახმარებას მიიღებენ.

ე.წ. ჰავანას აქტი რომელიც კონგრესში დარეგისტრირდა, დაავადებულ ამერიკელ დიპლომატებს საშუალებას მისცემს მთავრობისგან დამატებითი ფინანსური დახმარება მიიღონ სამედიცინო კუთხით. წინა, პრეზიდენტ ტრამპის, ადმინისტრაცია ამ დაავადებას "ბგერით შეტევად" მოიხსენიებდა.

კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორი სენატორი სიუზან კონზია.

40-ზე მეტ ამერიკელ დიპლომატს. რომელიც კუბაში იმყოფებოდა ე.წ. “ჰავანას სინდრომით” 2016 წლიდან აღენიშნებათ. ისინი ამბობდნენ, რომ მუდმივი ყრუ ტკივილი ქონდათ ყურში, პრობლემები კონცენტრაციაზე, წონასწორობასა და ძილზე.

მაშინ ამერიკელი დიპლომატები ყვებოდნენ, რომ ეს სიმპტომები მას შემდეგ განუვითარდათ რაც მაღალი ზღერადობის ზუზუნი მოისმინეს, გამჭოლი ხმა რომელიც სავარაუდოდ მექანიკური იყო. თუმცა რას უკავშირდება აღნიშნული და სინდრომის გამომწვევი მიზეზებზე, დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG