წარსულში ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა კინოპროდიუსერი ჰარვი უაინსტინი ნიუ-იორკის სასამართლომ დღეს დამნაშავედ ცნო. მას რამდენიმე სხვადასხვა ბრალდება ჰქონდა წაყენებული, რომელთა შორის სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება დაუმტკიცდა. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა, მოეხსნა. უაინსტინი ნიუ-იორკის პოლიციამ 1018 წლის 25 მაისს დააკავა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 7 კაცის და 5 ქალისგან შედგებოდა. 67 წლის უაინსტინი თავს დამნაშავედ არცერთ ბრალდებაში არ ცნობდა. მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული. სამართალდამცავები კინომაგნატის დანაშაულებრივ ბრალდებებს იძიებენ ლონდონშიც და ლოს-ანჯელესშიც.
დაახლოებით ორი წლის წინ, ჰოლივუდში გახმაურებულმა ძალადობის ათეულობით ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა მოძრაობას "მეც" (#metoo). მოძრაობამ ჯერ შეერთებული შტატები მოიცვა, შემდეგ კი, ძალიან მალე, საერთაშორისო მასშტაბები მიიღო და მან ქალები შთააგონა საჯაროდ ესაუბრათ სექსუალური ხასიათის შევიწროვებაზე გავლენიან პოზიციებზე მყოფი მამაკაცების მხრიდან.
Facebook Forum