ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცნობილი ამერიკელი კინომაგნატი ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდა


ჰარვი უაინსტინი ამ დილით ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა. ის სამართალდამცავებს ნებაყოფლობით ჩაბარდა. დღეს, მოგვიანებით, მის საქმეს მანჰეტენის სასამართლო განიხილავს.

წარსულში ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კინომაგნატს ნიუ-იორკში გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის ბრალდება აქვს წაყენებული.

უაინსტინის წინააღმდეგ ბევრი საქმეა აღძრული, რომელთაც რამდენიმე ქალაქის სამართალდამცავები იძიებენ, მათ შორის, ლონდონში და ლოს-ანჯელესში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG