ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო ინაუგურაცია


მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს ჰქონდა საშუალება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი პირდაპირ ეთერში ენახა

ვაშინგტონში, სუსხიან და მზიან ამინდში ასი ათასობით ადამიანი ეროვნულ მოლზე იმ მიზნით შეიკრიბა, რომ ბარაკ ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის საზეიმო ინაუგურაციის ცერემონიალს დასწრებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს ჰქონდა საშუალება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი პირდაპირ ეთერში ენახა.

ფიცის დადების შემდეგ პრეზიდენტ ობამას ლიმუზინი, რომელშიც ის თავის მეუღლესთან ერთად იჯდა, ვაშინგტონის მთავარი გამზირის, პენსელვანიის ქუჩის გავლით თეთრი სახლისკენ დაიძრა. ბარაკ და მიშელ ობამა საზეიმო სვლის დროს ავტომობილიდან გადმოვიდნენ და შეკრებილ ხალხს პირადად ესალმებოდნენ.
XS
SM
MD
LG