ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს კონგრესი მუშაობას დღეიდან შეუდგა


.

სირიაში ამერიკის შეზღუდულ ინტერვენციასთან დაკავშირებული კენჭისყრა აშშ-ს კონგრესში სავარაუდოდ ამ კვირაში გაიმართება

ამ კვირაში შესაძლოა გაირკვეს დაიწყებს თუ არა შეერთებული შტატები სირიის რეჟიმის და ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სამშაბათს ნაციონალური არხებით მოსახლეობას მიმართავს და ამერიკელების სკეპტიკურ პოზიციასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

ამერიკელები ობამას გამოსვლაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ არგუმენტებს მოისმენენ, სადაც იქნება დაპირება რომ ეს გრძელვადიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას არ გულისხმობს, არამედ მიმართულია იმისკენ, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებას პირდაპირი საფრთხე არ შეექმნას. ბარაკ ობამა ისაუბრებს იმაზე, რომ სირიის ხელისუფლების მიერ მომაკვდინებელი ქიმიური იარაღის გამოყენება ამერიკასაც უქმნის საფრთხეს.

ბარაკ ობამა: ეს აღმაშფოთებელი თავდასხმა იმის რისკს გაზრდის, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მომავალშიც გაგრძელდეს, მოსალოდნელია რომ იარაღი ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს და შემდეგ ამერიკის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. ეს კი იქნება საგანგაშო გზავნილი სხვა ქვეყნებისთვისაც, რომ მათ მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში არანაირი ზომები არ იქნება მიღებული.


ინტერვენციის მოწინააღმდეგე საპროტესტო აქცია ვაშინგტონში გაიმართა.
აქცია მოეწყო ტეხასში, სიეტლშიც.


რესპუბლიკელი სენატორმა, ჯონ მაკეინმა, რომელიც სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების მომხრეა, იმ პირების მხრიდან მოისმინა არგუმენტები, რომლებიც თავის დროზე ამერიკის შესაძლებლობებს აყენებდნენ ეჭქვეშ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის პოზიტიურ გავლენასთან დაკავშირებით.

ამერიკის საჰაერო ძალების ვეტერანი, დომენიკ ნეგრი: ეს ადამიანები ფანატიკოსები არიან. ისინი გააგრძელებენ ადამიანების ხოცვას, თუკი ამერიკა საპასუხო ნაბიჯების გადადგმისგან თავს შეიკავებს.


მაკეინი აცხადებს, რომ ამერიკამ სიტყვას არ უნდა გადაუხვიოს.


ჯონ მაკეინი: ალბათ, წარმოგიდგენიათ რა გაკვეთილს სწავლობს ირანი და სხვა ქვეყნებიც, როდესაც მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კონკრეტულ ქმედებებს განახორციელებს და ამ დროს არაფერს აკეთებს.


დაუჭერს თუ არა კონგრესის ორივე პალატა მხარს სირიაში სამხედრო რეზოლუციას, ამაზე დარწმუნებით განცხადების გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია. პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ინტერვენციისთვის საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა მოქმედებების დაწყება მის გარეშეც შეიძლება.


ბარაკ ობამა: ჩვენ არ ვსაუბრობთ უვადო ინტერვენციაზე. ეს ნამდვილად არ იქნება ახალი ერაყი ან ავღანეთი. სირიაში სამხედრო ქვეითი დანაყოფები არ შევლენ. ნებისმიერი სამხედრო მოქმედება, რომელიც იქ დაიწყება, დროში და მასშტაბებში შეზღუდული იქნება. მთავარი მიზანი არის შევასუსტოთ და შევაჩეროთ სირიის ხელისუფლება, რათა მომავალში ისევ არ გამოიყენოს მომწამლავი გაზი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.


გასულ კვირას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ხუთ-კვირიანი შვებულების შემდეგ კონგრესი სრული შემადგენლობით მუშაობას დღეს შეუდგა.
XS
SM
MD
LG