ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი არჩევანის წინაშეა


გენერალმა მარტინ დემფსიმ კონგრესემენებს სამხედრო ოპერაციის ნაცვლად სირიელი მეამბოხეების წრთვნა შესთავაზა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:51 0:00
ბმული

ამერიკელი სამხედროების მიერ სირიელი მეამბოხების წრთვნის ფაქტი დღემდე არცთუ ისე ხშირი და თან საიდუმლო იყო. ამჟამად ვაშინგტონს სურს გააძლიეროს სირიის ოპოზიციის დახმარება და ამერიკის შეიარაღებული ძალების როლი ამ მიმართულებით გაზარდოს. სირიელი მეამბოხეებისთვის სამხედრო დახმარების საკითხზე ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას შეხვდა.

„ადმინისტრაციას აქვს გეგმა, თუ როგორ განაახლოს დახმარება სირიელი მემაბოხეებისთვის. ამ პროცესში რეგიონის ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას. საუდის არაბეთი, თურქეთი, იორდანია და სპარსეთის ყურის ქვეყნები სირიის ოპოზიციას დღემდე ეხმარებოდნენ. თუმცა, ახლა დროა ეს პროცესი გაძლიერდეს.“

შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს იორდანიაში წრთვნების დიდი ისტორია აქვს. ამერიკას ამ ეტაპზე სირიის პრეზდიენტის ბაშარ ალ ასადის გადაყენება კი არა, მისი დასუსტება სურს.

შეერთებული შტატების უმაღლესმა სამხედრო პირმა გენერალმა მარტინ დემფსიმ კონგრესემენებს სამხედრო ოპერაციის ნაცვლად სირიელი მეამბოხეების წრთვნა შესთავაზა.

„სირიის კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია, თუ ოპოზიცია ძლიერი, ქმედითუნარიანი და გაწონასწორებული იქნება. ჩვენ ვიცით, ამის გაკეთება როგორ შეიძლება.“

სირიის ოპოზიციის დახმარების საკითხზე დებატების შედეგად უნდა გადაწყდეს, ჩაერთვება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ კონფლიქტში.

პენტაგონის მაღალჩინოსნები სირიელი მეამბოხეების საწრთვნელი პროგრამისთვის მზადებაზე კონკრეტულად არაფერს ამბობენ.

„ამ ეტაპზე არ ვაპირებ ვისაუბრო კონკრეტულად იმ სპეციფიკაზე, თუ რა ქინება საწრთვნელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს რეგიონალურ პარტნიორებთანაც ვაწარმოებთ.“

სირიელ მეამბოხეთა განცხადებით, შეერთებული შტატების საბრძოლო იარაღი და დახმარება დანიშნულების ადგილზე ჩასვლას ხშირად აგვიანებს.
ანალიტიკოსის მაიკლ ოჰანლონის თქმით, ამის მიზეზი ამერიკის წინდახედულება და სიფრთხილეა, რათა საბრძოლო იარაღი ექსტრემისტებს არ ჩაუვარდეთ ხელში.

„სირიაში 1200 სამხედრო დაჯგუფებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დანამდვილებით არ იცი, იარაღს ვის აწვდი და არც მისი გაკონტროლება შეგიძლია. იბადება შეკითხვა, ამ ეტაპზე წრთვნა უფრო მეტად მნიშვნელოვანია თუ იმის დადგენა, თუ რა იერარქიით ხელმძღვანელობს სირიის ოპოზიცია.“

ახლახანს გაზეთმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ნათლად სჩანს, თუ როგორ ემზადებიან სირიელი მეამბოხეები ბაშარ ალ ასადის ჯარისკაცების სიკვდილით დასასჯელად. 2012 წელს გადაღებულმა ამ ვიდეო მასალამ ვაშინგტონში ბევრს გაუჩინა ეჭვი, სწორია თუ არა სირიელი მეამბოხეებისთვის დახმარების გაწევა.

ობამას ადმინისტრაცია არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: გააგრძელოს სირიელ მეამბოხეთა დახმარება წრთვნების საშუალებით თუ სამხედრო ოპერაციის განხორციელების შედეგად ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ კონფლქიტში ჩაერთოს.
XS
SM
MD
LG