ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ აფასებენ სირიაში ვაშინგტონის ქმედებას?


დამასკოში ანტი-ამერიკული და მთავრობის მომხრე შეხედულებები იშვიათობას არ წარმოადგენს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:02:24 0:00
ბმული

შეერთებული შტატების მიერ გადაწყვეტილების მიღების შეყოვნებამ, ზოგიერთებს დამასკოში შვება მოჰგვარა.

მთავრობის მიერ ნებადართული ოპოზიციური ჯგუფის, პარტია „ახალი სირიის“ გენერალური მდივანი სანა ნასერი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, გადაწყვეტილების მიღების ტვირთის კონგრესისადმი გადაბარებით, "თავიდან აირიდა" საკუთარი პასუხისმგებლობა.

მან დასძინა, რომ ეს არაფერს ცვლის, რადგან დარწმუნებულია, რომ კანონმდებლები დაეთანხმებიან სამხედრო კამპანიის ჩატარებას. სამშაბათს, ამერიკა-ისრაელის ერთობლივი რაკეტის გამოცდა სავარაუდოდ, მხოლოდ განამტკიცებს ასეთ მოსაზრებებს.

მაგრამ ნასერი უარს აცხადებს, რომ შეერთებული შტატების შესაძლო აქციას სირიის წინააღმდეგ "დარტყმა" უწოდოს. დამასკოდან ტელეფონით საუბრისას, ის ამას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიას უწოდებს. ის ამბობს, რომ როგორც ასეთი, ეს იქნება საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა.

მთავრობის პოზიციების მხარდამჭერი, ძალადობის და ტერორიზმის მსხვერპლთა სირიის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრი, ანას ალჯაზაირი ამას არ ეთანხმება. ის ფიქრობს, პრეზიდენტი ობამა ხვდება, რომ სირიასთან ომი "პიკნიკი" ვერ იქნება.

"ჩვენ არ გვეშინია და არ ვღელავთ. ასევე საკმოდ დარწმუნებული ვართ, რომ სირიაზე თავდასხმა არ მოხდება."

მაგრამ თუ ეს მოხდება, როგორც ის ამტკიცებს, სირიის მთავრობა და სამხედროები მზად არიან. ის ამბობს, რომ 30 წელი მოლოდინში იყვნენ, მას შემდეგ, რაც დაძაბულობა დაიწყო დასავლეთსა და ასადის მამას, პრეზიდენტ ჰაფეზ ალ-ასადს შორის.

ალჯაზაირი მნიშვნელობას არ ანიჭებს არაბულ ლიგას და ამ კვირაში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - მხარი დაუჭიროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქმედებას სირიის წინააღმდეგ. მისი თქმით, ლიგა არასდროს იდგა არაბული ინტერესების მხარეს და ის სირიის წინააღმდეგ "შეთქმულებას" აწყობდა ასადის წინააღმდეგ აჯანყების დაწყებისთანავე. ლიგამ 2011 წელს დამასკოს წევრობა შეაჩერა.

დამასკოში, ანტი-ამერიკული და მთავრობის მომხრე შეხედულებები იშვიათობას არ წარმოადგენს. ცენზურის ათწლეულებმა სახელმწიფოს შეხედულებებისადმი ლოიალურობა განაპირობა.

ამბოხებულთა ბანაკში ზოგიერთი იმედოვნებს, რომ დარტყმის შეყოვნება მათ მეტ დროს მისცემს, რათა დაარწმუნონ ასადის მოწინააღმდეგეები, რომ ისინი მათ მხარეს გადავიდნენ.

პარტია „ახალი სირიის“ წარმომადგენელი სანა ნასერი არაფერს ამბობს მთავრობის წინააღმდეგ და კომენტარს არც კორუფციის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და მოქალაქეების უსაფუძვლო დაპატიმრებების შემთხვევებზე აკეთებს.

მაგრამ, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ის და სხვები უმოქმედოდ გაჩერდებიან თუ ქვეყანას გარედან დაესხმიან თავს.

მან მოიხსენია ახალი, ეროვნული თავდაცვის ჯგუფი, რომელიც თავდასხმის მოსაგერიებლად არის გამიზნული.
XS
SM
MD
LG