ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ გერმანიის ახალ კანცლერთან მჭიდრო ურთიერთობა ექნება


ამერიკის მთავრობის წევრები იმედოვნებენ, რომ გერმანიის ახალ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან, ქვეყანას კარგი ურთიერთობა ექნება. არჩევნების შედეგად, გერმანიის მთავრობაში სოციალ-დემოკრატების, მწვანეთა პარტიისა და ნეოლიბერალ თავისუფალ დემოკრატთა კოალიცია მოვიდა. კოალიციამ უკვე მიანიშნა, რომ ამერიკასთან დადებულ ბირთვული გაზიარების შეთანხმებას დაიცავს, რომელიც აშშ-ს საშუალებას მისცემს განაგრძოს 20 ატომური ბომბის განლაგება დასავლეთ გერმანიაში მდებარე საჰაერო ბაზაზე.

მომავალი კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილებამ გააგრძელოს ბირთვული შეთანხმება, ვაშინგტონს გაუმარტივა გერმანიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობა. შეთანხმების ნებისმიერი ცვლილება, ან მისი დატოვება, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების კავშირებს გაართულებდა. კოალიციური მთავრობის მიერ შეთანხმების მიღება განიხილება, როგორც პერსპექტიული ნიშანი იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ურთიერთობა ახალ მთავრობასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის.

გერმანიის ახალი კანცლერი, შეერთებულ შტატებს „ევროპის უახლოეს და ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად“ განიხილავს. ანგელა მერკელის მთავრობაში, ფინანსთა მინისტრობის დროს, მან მჭიდრო კავშირები დაამყარა ვაშინგტონის პოლიტიკოსებთან. თუმცა, დასავლელი დიპლომატების თქმით, ვაშინგტონი-გერმანიის ურთიერთობის გზაზე სავარაუდოდ გარკვეული წინააღმდეგობები იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG