ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხმის მიცემის უფლების აქტი-50


პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი. 1965 წლის 6 აგვისტო.
პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი. 1965 წლის 6 აგვისტო.

შეერთებულ შტატებში დღეს ისტორიული დოკუმენტის, ხმის მიცემის უფლების აქტის ხელმოწერის 50 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

დღეს, 6 აგვისტოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისტორიული დოკუმენტის, ხმის მიცემის უფლების აქტის ხელმოწერის 50 წლის იუბილეს აღნიშნავენ. კონგრესის მიერ აღნიშნული აქტის დამტკიცების და პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ მისი ხელმოწერის შედეგად, შავკანიან ამერიკელებს ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ.

ისტორიული აქტი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-15 შესწორების სახელითაც არის ცნობილი. შესწორების საშუალებით ბევრ შტატში არსებული საკანონმდებლო ბარიერები მოიხსნა, რომელიც ფერადკანიან ამერიკელებს საარჩევნო უბნებზე მისვლაში უშლიდა ხელს. ამ შტატებიდან ბევრი ქვეყნის სამხრეთში, მონობის პერიოდში რასობრივი დისკრიმინაციის ხანგრძლივი ტრადიიციის მქონე რეგიონში მდებარეობდა. ხმის მიცემის უფლების აქტის მიღება 50 წლის წინ, მარტში, ალაბამის შტატის ქალაქ სელმაში გამართული მშვიდობიანი მსვლელობის სისხლიანმა ჩახშობამ დააჩქარა, რომელმაც მთელ ქვეყანაში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG