ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში პრეზიდენტის  ყოველწლიური მიმართვის ისტორია


27 იანვარს პრეზიდენტი ბარაქ ობამა აშშ-ში არსებული ტრადიციის შესაბამისად კონგრესის და სენატის წარმომადგენლებს მიმართავს სიტყვით.

ამერიკაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ამგვარი ურთიერთობა ჩვეულებრივი ამბავია.

შეერთებული შტატების კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდნეტი კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოსვლისას მთელ ერს მიმართავს სიტყვით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომლის დროსაც ის თავის მომავალ პოლიტიკურ გეგმებს გააცნობს საზოგადოებას.

ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ჯორჯ ვაშინგტონიდან იღებს სათავეს, რომელიც პირადად გამოდიოდა კონგრესის წინაშე.

ტრადიცია ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა დაარღვია.

ჯეფერსონს მიაჩნდა, რომ კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლა ამერიკის პრეზიდნეტს მონარქს ამსგავსებდა.

როგორც ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი ალან ლიჰტმანი აცხადებს,1801 წელს ჯეფერსონმა გადაწყვიტა, რომ კონგრესს პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას წერილობით წარუდგენდა.

ჯეფერსონის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდნეტები უფრო ხშირად წერილობი ანგარიშს წარუდგენენ ხოლმე ამერიკელ კანონმდებლებს. ეს გაგრძელდა მანამ, ვიდრე ისტორიის არენაზე კიდევ ერთი დიდი ამერიკელი პოლიტიკური ლიდერი ვუდრო ვილსონი არ გამოჩნდა.

პრეზიდენტი ვილსონი 1913 წელს პირადად წარსდგა კონგრესის წინაშე ეკონომიკური რეგულაციის გეგმით.

შემდეგი პრეზიდენტი, რომელმაც ამერიკელ კანონმდებლებს პირადად მიმართა, ფრანკლინ დელანო რუზველტი იყო. რუზველტის სიტყვა შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად გადაიცა რადიო ეთერი.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მეცნიერის სტივენ ვეინის განცხადებით: „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის გამოსვლა ამერიკელ ხალხს მის მიღწევებსა და მომავალ გეგმებს აცნობს. ეს ამერიკის პოლიტიკური ტრადიციის ნაწილია.“

1862 წელს აბრაამ ლინკოლნმა თავისი ყოველწლიური მიმართვა მონობის წინააღმდეგ გასალაშქრებლად გამოიყენა, რადგან შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი არ მოხდებოდა მონობა რომ არ ყოფილიყო.

ყოველწლიური მიმართვის დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტები ფრანკლინ დელანო რუზველტი, ჰარი ტრუმანი და ლინდონ ჯონსონი ამერიკელებისთვის ყველაზე საჭირბოროტო საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

1960 წელს სწორედ ლინდონ ჯონსონმა წარადგინა სამოქალაქო უფლებების დაცვის კანონმდებლობა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ გაილაშქრა.

ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია კი სიღარიბეს ასევე უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს.

XS
SM
MD
LG