ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბ სამხედრო დამნაშავეებს განაჩენი გამოუტანეს


ოთხივე სამხედრო დამნაშავეს ბრალი 800 ადამიანის მკვლელობაში ედება

ბოსნია-ჰერცეგოვინას სამხედრო ტრიბუნალმა, სერბეთის არმიის ოთხ მაღალჩინოსანს, 1995 წელს სრებრებნიცას ტრაგედიაში მონაწილეობის გამო, მკაცრი სასჯელი გამოუტანა.

სარაევოს სასამართლომ სტანკო კოჯიჩს 43 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ორ სამხედრო ჩინოსანს ორმოცი და მეოთხე - ვლასტიმირ გოლიჯანს 19 წელი.

ტრაგედია 1995 წელს აღმოსავლეთ ბოსნიის სოფელ სრებრენიცაში მოხდა, სადაც სერბმა სამხედროებმა რამდენიმე დღის განმავლობაში 8,000 მუსლიმი მამაკაცი და არასრულწლოვანი ყმაწვილი დახოცეს და შემდეგ საერთო სასაფლაოში დაასაფლავეს.

ოთხივე სამხედრო დამნაშავეს ბრალი 800 ადამიანის მკვლელობაში ედება. ისინი სერბეთის არმიის სამხედრო ლიდერის რატკო მლადიჩი არმიაში მსახურობდნენ, რომლის საქმესაც ამჟამად ჰაგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი არჩევს.

XS
SM
MD
LG