ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთი და კოსოვო თანხმდებიან


სერბეთი და კოსოვო თანხმდებიან

ამერიკა მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას, სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სერბეთმა და კოსოვომ დღეს ბრიუსელში შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში გამართული მწვავე დებატების შედეგად მოხდა. სერბეთი "კოსოვოს", ტერიტორიის დასახელებად შენარჩუნებაზე დათანხმდა.

როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკის ხმასთან საუბრისას განაცხადა, მიღწეული თანხმობა კოსოვოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები კოსოვოს დამოუკიდებელ განვითარებას მხარს უჭერს.

კლინტონის თქმით, ამერიკა მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას, სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს მიღწეული შეთანხმება, რომლის ორგანიზატორიც ევროკავშირი იყო, კოსოვოს ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომის შედეგი იყო.

XS
SM
MD
LG