ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთი ევროკავშირის პოტენციური წევრი გახდა


ევროკავშირმა სერბეთს კოსოვოსთან ურთერთობის გაუმჯობესება და ომის დამნაშავეთა გასამართლება მოსთხოვა.

ევროკავშირმა სერბეთს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამის მიზეზად ევროკავშირმა სერბეთის კოსოვოსთან გამუჯობესებული ურთიერთობები დაასახელა.

ხუთშაბათს ევროკავშირის 27 ლიდერმა ეს გადაწყვეტილება ბელგრადის სამიტზე გააჟღერა. ევროკავშირის პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, სერბეთის ისტორიაში ეს ფაქტი უდიდესი მნიშვნელობისაა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სულ რაღაც 13 წლის წინ ნატოს შეიარაღებული ძალები ბომბავდა.

სერბეთის პრეზიდენტის ბორის ტადიჩის განცხადებით, სერბეთს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ეკონომიკური და პოლიტიკური აღამვლობისკენ გზას გაუხსნის. ევროკავშირის პოტენციური წევრობა სერბეთს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაშიც დაეხმარება.

სერბეთი უკვე რამდენიმე წელია ევროკავშირში გაწევრიანებას ელის. ამის სანაცვლოდ ევროკავშირმა სერბეთს კოსოვოსთან ურთერთობის გაუმჯობესება და ომის დამნაშავეთა გასამართლება მოსთხოვა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სერბეთის პოლიციამ ომის დანაშაულში ორი ეჭვმიტანილი-რადკო მლადიჩი და რადოვან კარადძიჩი დააკავა.

XS
SM
MD
LG