ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს კანონმდებლები ისრაელს უცხადებენ მხარდაჭერას


ფოტოზე: აშშ-ს კონგრესის შენობა

კონგრესმენების და სენატორების ნაწილს მიაჩნია, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს

ვაშინგტონი: ამერიკელი კანონმდებლები ისრაელს უცხადებენ მხარდაჭერას და ხელახლა იცავენ მის უფლებას - პალესტინელთა სარაკეტო თავდასხმების მოსაგერიებლად. ზოგი კანონმდებელი ისრაელს მხარს უჭერს შესაძლო სახმელეთო ოპერაციის განხორციელებაშიც ღაზის სექტორში.

რესპუბლიკელი სენატორი ჯორჯიის შტატიდანნ საქსი ჩამბლისი აცხადებს, რომ ისრაელი იგნორირებას ვერ მოუხდენს სარაკეტო თავდასხმებს, თუმცა, რთული გადაწყვეტილებების წინაშე დგას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება. სენატორმა აღნიშნა, რომ ისრაელს არ გაამტყუნებს, თუ მან სახმელეთო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა.

ანალოგიურად, რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტერ კინდი ნიუ იორკის შტატიდან ამბობს, რომ ისრაელმა უნდა გააკეთოს ის, რაც მას საჭიროდ მიაჩნია თავდაცვის მიზნით, თუმცა, მას უჭირს იმის ვარაუდი თუ რას გააკეთებს ეს სახელმწიფო. მან აღნიშნა ისიც, რომ სახმელეთო ომი არავის უნდა, მაგრამ მხოლოდ ისრაელს შეუძლია იმის განსაზღვრა, თუ რა არის აუცილებელი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად.

დემოკრატმა სენატორმა, კარლ ლევინმა კი, ეგვიპტეს მოუწოდა უფრო შემტევი იყოს ჰამასთან.
XS
SM
MD
LG