ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში საარჩევნო უბნები დაიხურა


Egypt Voting Shade

ამერიკის ხმის კორესპონდენტი ქაიროს ქუჩებში ამომრჩევლების ენთუზიაზმის ნაკლებობას მიუთითებს.

ქაირო: ეგვიპტელები საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენას ელიან. თუმცა კვირას, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, გამარჯვებული კანდიდატავის ვინაობა უფრო მეტად გაურკვეველი იყო.

დაწყებულია ხმის დათვლის პროცესი. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის მმართველმა სამხედრო საბჭომ საკონსტიტუციო დეკლარაცია გამოაქვეყნა, რაც მათ საკანონმდებლო ორგანოზე, ბიუჯეტზე და ახალი კონსტიტუციის დასაწერად ჩამოყალიბებულ საბჭოზე ზედამხედველობის უფლებას ანიჭებს. დამატებითი დეტალები ამასთან დაკავშირებით ორშაბათს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ეს ნაბიჯი მოსდევს სასამართლოს მიერ პარლამენტის დათხოვნას და წინ უძღვუს ორი კვირის შემდეგ შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს მიერ ქვეყნის მართვის სამოქალაქო ხელისუფლებისთვის გადაცემის საბოლოო ვადას.


გამარჯვებული კანდიდატის შესახებ არსებულ სპეკულაციებს თან ახლავს ამომრჩევლის ენთუზიაზმის ნაკლებობა ორი საპრეზიდენტო კანდიდატის-აჰმად შაფიქისა და მოჰამედ მორსის მიმართ, რამაც ელექტორატის პასიურობაც განაპირობა.
XS
SM
MD
LG